LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

133
ჯემალ გამახარია

„ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ გალის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი აღდგეს, მაგრამ ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, გამახარიამ აღნიშნა, რომ სწორედ ეს საკითხი გახდა შემაფერხებელი, რის გამოც, გალის ფორმატის აღდგენა რამდენიმე თვით გადავადდა.

„არსებობდა გალის ფორმატი – კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

დევნილები 45-ლარიანი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ

ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ეს ფორმატი აღდგეს, მაგრამ აქ წარმოიშვა სხვა საკითხი – ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და მას იქ რაღაც შტამპი ჩაურტყან, ამაზე კატეგორიული უარი არის ნათქვამი და ამან რამდენიმე თვით ამ ფორმატის განახლება შეაფერხა.

ჩვენ ახლახან მოვისმინეთ გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება, რომ ენგურის პირას, იქითა მხარეს, მიმდინარეობს რაღაც სივრცის მოწყობა, არ მისული საგუშაგომდე, ხიდს რომ გადალახავ იქვე, სივრცე გაიხსნება, სადაც გაიმართება ეს შეხვედრები.

ეს ისევ და ისევ ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია. ცხინვალში რასაც ვხედავთ პერიოდულად, იგივე ფორმატი იქნება“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გარდა ამისა, მან აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბასა და აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს წევრისა და ყოფილი თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ონლაინშეხვედრის საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არანაირი ახალი პოლიტიკა და პოლიტიკის ცვლილება ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებით ამის უკან არ დგას.

„უპატრონოდ დავრჩი.. ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არა აქვს“ – ქუთაისში სასტუმრო „თბილისიდან“ დევნილებს ასახლებენ

„თვითონ ფაქტი ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი რამ 2008 წლის შემდეგ არ გვახსოვს – აქ არავითარ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია. იყო ჟურნალისტის ინიციატივა, რომ მას ინტერვიუ ჩამოერთმია როგორც ერთი, ისე მეორისთვის და დაესვა ერთი და იგივე საკითხები.

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ შამბა არც მისალმებია ბატონ ყოლბაიას, ისე დაიწყო კითხვაზე პასუხის გაცემა. მინდა გითხრათ დარწმუნებით და კატეგორიულად, რომ არანაირი ახალი პოლიტიკა ამის უკან აბსოლუტურად არ არის.

მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას აქ ადგილი არ აქვს. არ არის ეს დაკავშირებული არც რკინიგზასთან, რომლის აღდგენა ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ სანამ ეს ტერიტორია ოკუპირებულია, არ მოხდება.

ამას არ აქვს არანაირი კავშირი ტერმინალთან. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ჟურნალისტის ინიციატივა. ეს კონფლიქტის მხარეც არ არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია და კონფლიქტის მხარე არის ოკუპანტი და არა სერგეი შამბა, ბჟანია და ა.შ. ამ ადამიანებთან არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა, არ არის და არც მომავალში იგეგმება“, – განაცხადა გამახარიამ.

ამასთან, გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ტერმინალის მშენებლობაზეც ისაუბრა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონო ტერმინალი უწოდა.

„რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო ტერმინალი, ისევე როგორც ის საგუშაგო, რომელიც იქ ფუნქციონირებს. თვითონ ეს ე.წ. საზღვარი ასევე უკანონოა და ასევე, ის ტერმინალი, რომელიც იქ შენდება, არის უკანონო. აფხაზურ საზოგადოებაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს დავა, კამათი ამ საგუშაგოსთან და იმ ე.წ. ტერმინალთან დაკავშირებით.

მთელი ამ 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა ადამიანების მიმოსვლა როგორც იქით, ისე აქეთ. აქეთ რაღაც გადმოაქვთ, იქით ბევრად მეტი გადააქვთ. ბაზრობებზე ნახავთ უამრავ აფხაზს ჩანთებით დატვირთულს და ეს ხდება ყოველ დღე, გადადიან, გადმოდიან, ვაჭრობენ და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამით.

ე.წ. საზღვართან ვინც დგანან, ძალიან დიდ ფულს აკეთებენ ამით – რიგით ადამიანს პატარა ჩანთა რომ მიაქვს, ისიც რაღაცას იხდის არაოფიციალურად.

ამასთან დაკავშირებით წლებია აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი დისკუსია, ყოველთვის ოპოზიცია პოზიციას აკრიტიკებს, თქვენს ჯიბეებში მიდის ეს ფულიო და ხომ არ სჯობს, რომ ოფიციალურად ტერმინალი აშენდეს, ოფიციალური საბაჟო გაფორმდეს და ეს ფული, რომელიც თქვენს ჯიბეებში მიდის, ეუბნება ოპოზიცია ხელისუფლებას, წავიდეს ბიუჯეტშიო.

ამან გამოიწვია ეს მშენებლობა, რომელიც დასრულებული არ არის“. – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g