LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილები 45-ლარიანი შემწეობის გაზრდის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ

130
დევნილები

დევნილებისთვის შემწეობის გაზრდის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელს 10 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს. დოკუმენტი პარლამენტში დღეს შევა, პეტიცია 8 ნოემბერს შეიქმნა.

ტესტში აღნიშნულია, რომ წლებია დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობა არ გაზრდილა, ფასებმა კი ყველაფერზე მოიმატა.

„გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, გამომდინარე უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც დევნილთა შორის ჩავატარეთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა).

ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე. პატივისცემით, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი ტორუა“. – ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.

პეტიციას ამ დროისთვის ხელს 10 277 ადამიანი აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g