LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი იწყება

66
Jenevaaaa

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღევანდელ რაუნდზე დააყენებს.

უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს დელეგაცია ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას აპირებს, რომელიც წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა.

ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე.ოფიციალური თბილისი აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

„ეს გახლავთ გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელის შედეგადაც დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას. კომისია აგრძელებს მუშაობას, ეს არის 48-ე რაუნდი და როგორც გითხარით, ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი, კიდევ ერთხელ დაისმება,“-აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები