LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა – რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები

98
ბაიდენი და პუტინი

 

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი მიიჩნევენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს.

“შეერთებულ შტატებს და რუსეთს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ პროგრესის მიღწევა საერთო მიზნებისთვის, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებისთვის”

ეს იყო ერთობლივი განცხადება, რომლითაც პრეზიდენტებმა საზოგადოებას მიმართეს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამა ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივ დიალოგს დაიწყებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები