LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტოსალონი 2024 წელს დაბრუნდება

146
FILE PHOTO: Visitors are pictured at the 89th Geneva International Motor Show in Geneva, Switzerland March 6, 2019. REUTERS/Denis Balibouse

ჟენევის ავტოსალონი 2024 წლიდან დაბრუნდება და იუბილესაც ამავე წელს აღნიშნავს. 2020 წლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო პოპულარული ავტო-შოუ არაერთხელ გაუქმდა, თუმცა საბოლოო დახურვამდე საქმე არ მისულა. რამდენიმე დღის წინ კი ავტოსალონის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ, რომელიც პირველი შოუს ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.  გარდა ამისა, ორგანიზატორები არც იმაზე ამბობენ უარს რომ ერთი ავტოსალონი ყატარშიც ჩაატარონ.

საიუბილეო გამოფენა ჟენევაში 2024 წლის 26 თებერვალს გაიხსნება და 3 მარტამდე გასტანს. ფართო საზოგადოება კი მის ნახვას 28 თებერვლიდან შეძლებს. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ღონისძიებას 10 ათასამდე ჟურნალისტი და 300 ათასი მაყურებელი დაესწრება. ეს ციფრები ორჯერ ნაკლებია ვიდრე ბოლო ავტოსალონის მაჩვენებლები. საინტერესოა, რომ 2019 წელს შოუს 600 ათასი სტუმარი ჰყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g