LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟერარ დეპარდიეს სასამართლომ გაუპატიურების საქმის გამოძიების შეწყვეტაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

124
page

როგორც ცნობილია, ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. 25 წლის კანადელი მსახიობი, შარლოტა არნოლდი 72 წლის დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ახალგაზრდა მსახიობმა გასულ წელს „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა. როგორც გოგონა ამბობს, მსახიობმა მასზე ორჯერ იძალადა და ეს 2018 წელს მოხდა.

25 წლის მსახიობი 72 წლის ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

გასული წლის მაისში მსახიობმა საფრანგეთის სასამართლოს, გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა, ის ყველა ბრალდებას უარყოფს. ახლახან კი ცნობილი ხდება, რომ სასამართლომ დეპარდიეს განაცხადი არ დააკმაყოფილა. ასე რომ, შესაძლოა სულ მალე ფრანგი მსახიობი ციხეშიც კი აღმოჩნდეს.

ახლავე შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დაიწყეთ საუბარი – რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები