LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ახლავე შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები“ – პუტინის ფავორიტი მსახიობის რეაგირება რუსეთ-უკრაინის ომზე

609
page

გახსოვთ ალბათ ეს ფოტოები, თქვენ წინაშეა ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე და ვლადიმერ პუტინი. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა მსახიობს რუსული პასპორტი გადასცა, მათი შეხვედრა სოჭში გაიმართა, მიზეზი ის გახლდათ, რომ დეპარდიე საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილო იყო და ამიტომ  მან ფრანგული პასპორტის ჩაბარება და მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

გავიდა წლები და მსოფლიო ვარსკვლავები პროტესტს, რომელიც დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, პუტინის ფავორიტი მსახიობიც შეუერთა.

„რუსეთი და უკრაინა ყოველთვის ძმები იყვნენ, ახლავე შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დაიწყეთ საუბარი“, – წერს მსახიობი.

ახლავე შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დაიწყეთ საუბარი – რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე

,,კანის კინოფესტივალი” მსოფლიო ბოიკოტს უერთდება და რუსული დელეგაციის მიღებაზე უარს ამბობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები