LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგი დგას

108

ასეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლები ამბობენ,რომ 4-5 დღეა დგანან და ვერ მიდიან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით.

მათი თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული და რატომ არ ატარებენ, მათთვის უცნობია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი მოძრაობა.

მათი ინფორმაციით, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ, საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g