LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალი Playboy შიშველ მოდელებს დააბრუნებს

191

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელმა, ჰიუ ჰეფნერმა და მისმა ვაჟიშვილმა კუპერმა, რომელიც მამის ბიზნესს უდგას სათავეში, განაცხადეს, რომ გამოცემის ყდაზე შიშველ მოდელებს დააბრუნებენ.  გადაწყვეტილებას ეროტიკაზე უარის თქმის შესახებ, მათ შეცდომა უწოდეს.

მზად ვარ ვაღიარო,  რომ ჟურნალის ძირითადი საშუალება, შიშველი ნატურის წარმოჩენის შესახებ, მოძველდა, თუმცა მასზე მთლიანად უარის თქმა შეცდომა იყო. მალე გაგახსენებთ, რა იყო Playboy და ჩვენს სახეს და იდენტურობას დავიბრუნებთ“, – დაწერა კუპერ ჰეფნერმა თავის „ტვიტერზე“ და ჰეშტეგი #NakedIsNormal („შიშიშვლე – ნორმალურია“) დაურთო.

2015 წლის შემდეგ პირველად, ჟურნალი შიშველი მოდელით უკვე მიმდინარე წლის მარტში გამოვა.

ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ მასში Party Jokes-ისა (ანეკდოტები) და პოლიტიკისა და კულტურის განყოფილება The Playboy Philosophy დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები