LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელსაც საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, თურქეთში მკურნალობისთვის თანხა სჭირდება

331
ana-kalandadze-news

ჟურნალისტ ანა კალანდაძეს დაახლოებით 6 თვის წინ დაუდგინდა ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის ნაკლებობა).

ინტენსიური მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება.

ანას ორგანიზმი აგვისტოდან დღემდე, მაინც კარგავს კალიუმს და პერიოდულად მას უწევს თბილისში კლინიკაში ორგანიზმის კალიუმით შევსება – ე. წ. “გადასხმა”.

აღნიშნული პრობლემის გამო, ანას შეექმნა სიცოცხლისათვის საშიში პრობლემა და 21 დეკემბერს, მას გულის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია ჩაუტარდა. საზოგადოების, ქალაქ თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ფინანსური ძალისხმევით, აღნიშნული ოპერაციის თანხა 21 ათასი ლარი ასე შეგროვდა.

უახლოეს მომავალში ანა უნდა გაემგზავროს თურქეთში, რომ დადგინდეს ორგანიზმიდან კალიუმის სწრაფი კარგვის მიზეზი.

როგორც ანას ახლობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„ვინაიდან დიაგნოსტიკის მიზნით თურქეთში კვლავ თავიდან უნდა ჩატარდეს კვლევები ყველა მიმართულებით, ბუნებრივია, ამ ყველაფრის ზუსტი კალკულაცია წინასწარ არ გვაქვს. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საამისოდ არც თუ ისე მცირე თანხაა საჭირო 🙁

ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით ანას გარშემო და იმედი გვაქვს, ახლაც ასე მოხდება.

უღრმესი მადლობა ყველას და გვჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი

GE08BG0000000813745500

მიმღები

მაია კალანდაძე

თიბისი ბანკი

GE91TB7223445061100006

მიმღები

ანა კალანდაძე

პირადი ნომერი:

01017015961“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები