LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავეს

64
შსს

5 ივლისს თბილისში გამართული აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე კიდევ 5 პირი, ხოლო ,,თბილისი პრაიდის” ოფისის დაზიანების ფაქტზე, სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულები არიან 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ.

თბილისი პრაიდი”-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 1992 წელს დაბადებული გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1992 წელს დაბადებული გ.ო.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა მოძალადე პირთა დადგენის და დაკავების მიზნით.
ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g