LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

1145
გიორგი კობერიძე

„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძოდა.

ყველაზე საყვარელი, კეთილი, თბილი, სანდო, მეგობრული, მუდამ გვერდში მდგომი, ყურადღებიანი, საქმის მიმართ პასუხიმგებლობით სავსე ადამიანი დაგვაკლდა!“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.

სიცოცხლე ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს. ეს არაერთხელ გაგვიგია, გვინახავს და მთელი სიმძაფრით გვიგვრძვნია, მაგრამ არც მიღება შეგვიძლია და ვერც ვერასდროს შევეგუებით. გიორგიზე წარსულში საუბარი შეუძლებელია მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის. გიომ ბოლო წუთამდე იბრძოლა. არ დანებდა. არ დაუყრია ფარხმალი. ამხნევბდა საკუთარ თავს და ირგლივ ყველას. ბოლომდე სჯეროდა გამარჯვების, რაც სტიმული იყო ოჯახისთვის. ვერაგ დაავადებასთან ჭიდილში ის არ იყო მარტო, მაგრამ მაინც ვერ დაუსხლტდა.დღეს გიორგი დამარცხდა და მასთან ერთად დავმარცხდით მისი გულშემატკივრები. ყველაზე საყვარელი, კეთილი, თბილი, სანდო, მეგობრული, მუდამ გვერდში მდგომი, ყურადღებიანი, საქმის მიმართ პასუხიმგებლობით სავსე ადამიანი დაგვაკლდა! განსაკუთრებით მიყვარდა მასთან ერთად გადაღებაზე ყოფნა. ამ მივლინებაში 2023 წლის 4 მაისს ერთად ვიყავით და ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. ბევრი კარგი ფოტო გადავიღოთ, მეტი რა დაგვრჩებაო…. მოვაწყვეთ ფოტოსესია .. გადაღებიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მოულოდნელად დიაგნოზი შესახებ გაიგო და ასე დაიწყო უმძიმესი მარათონი. გიორგი მენანები, მიყვარხარ, მომენატრები და უზომოდ დაგვაკლდები. სიკვდილო, მეზიზღები! ძალიან სასტიკი და ულმობელი ხარ! გიო,🖤 შენ წესიერების, პატიოსნების, ბრძოლის მაგალითი გვაჩვენე და გაფრინდი! მშვიდად იძინე! 🖤🖤“ – წერს ქეთევან ქარდავა

სიცოცხლე ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს. ეს არაერთხელ გაგვიგია, გვინახავს და მთელი სიმძაფრით გვიგვრძვნია, მაგრამ…

Posted by Ketevan Kardava on შაბათი, 24 აგვისტო, 2024

ვახ გიო .. 💔 შეხვედრამდე მეგობარო 🕊️🥹 – წერს ტვ პირველის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

ვახ გიო .. 💔 Giorgi Koberidze შეხვედრამდე მეგობარო 🕊️🥹

Posted by Nanuka Kajaia on შაბათი, 24 აგვისტო, 2024

შენზე მეტად ვის უყვარდა სიცოცხლე – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ქურდიანი წერს და გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

შენზე მეტად ვის უყვარდა სიცოცხლე და ვინ იყო ღირსი არც კი ვიცი.. როგორ ვნანობ რომ ბოლოს ვერ გნახე, მაგრამ ბოლოს არ უნდა ყოფილიყო .. ალბათ ამიტომაც.. სულ

მემახსოვრები 🖤 – წერს მარიამ ქურდიანი.

Giorgi Koberidze შენზე მეტად ვის უყვარდა სიცოცხლე და ვინ იყო ღირსი არც კი ვიცი.. როგორ ვნანობ რომ ბოლოს ვერ გნახე, მაგრამ ბოლოს არ უნდა ყოფილიყო .. ალბათ ამიტომაც.. სულ მემახსოვრები 🖤

Posted by Mariam Kurdiani on შაბათი, 24 აგვისტო, 2024

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ თანაგრძნობას უცხადებს გიორგის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g