ჟურნალისტ გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც ირკვევა მას პროგრესირებადი ენცეფალიტი აქვს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
გიორგი ლაფერაშვილის მეგობრები, ჟურნალისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ანგარიშის ნომერს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.
„აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ხალხნო, ჩვენს ლაფერას ვჭირდებით“, „დღეს უნდა გავერთიანდეთ მისთვის“, „ჟურნალისტს, 3 ტყუპის მამას, გიორგი ლაფერაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება“, „უნდა გადავარჩინოთ, ჩვენი ლაფერა-ძალიან გთხოვთ მეგობრებო“, – წერენ გიორგი ლაფერაშვილის მეგობრები.
TBC- #GE89TB1195145060622353 BOG – #GE10BG0000000525280365