NBC-ის ჟურნალისტ კორტნი ქიუბს შვილმა პირდაპირი ეთერი შეაწყვეტინა.
მაშინ, როდესაც კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის შესახებ ყვებოდა, ბავშვმა მას ჩახუტება სთხოვა.
“უკაცრავად, ჩემი შვილები არიან აქ. ეს პირდაპირი ეთერია”, – განმარტა ჟურნალისტმა.
ბავშვის სტუდიაში შესვლისას, რეჟისორმა კადრი გადაფარა, თუმცა მოგვიანებით ვიდეოარხმა თავად გაავრცელა.