LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტური სამყარო ლევან ჩხაიძეს ემშვიდობება – „მადლობა, რომ ჩემი მეგობარი იყავი“

levan-chxaidze

„ტევეპირველის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.

ტელეწამყვანს, რომელსაც ყველა განსაკუთრებული იუმორის გრძნობისა და მხიარული ხასიათის გამო დადებითად მოიხსენიებს, ჟურნალისტური სამყარო ემშვიდობება.

ინგა გრიგოლიამ „ფეისბუქზე“ შავი ფოტოები დააყენა და დაწერა:

„ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა((((( ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი((( ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი((((“

თეა ადეიშვილი:

„გავქვავდი, ვერაფერს ვწერ! დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკებში ეს კიდევ სხვა შოკია!!!! აქედან ცოტა განსატვირთად წავიდნენ და… ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ, რა დღეში არიან იქ“.

„მადლობა რომ ჩემი მეგობარი იყავი!

სანამ ვიცოცხლებ, მეყვარები, ძმაო“

ვახო სანაია:

„:((((((((( ყველაზე დაუჯერებელი ამბავი და საშინელი დღე“

ნიკა გვარამია:

„ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ… ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან…

ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვპირველიდან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები