დმანისის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ზემო ყარაბულახში დღეს მოხდა. არსებული ცნობითვე, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
