„ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მან გაიმარჯვა, ვისაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს:
„ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის არც უფლება, არც სურვილი და არც განზრახვა გვაქვს. ეს არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენი საქმე არ არის, ვივარაუდოთ, რა მოხდებოდა არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ძალას რომ გაემარჯვა.
მარია ზახაროვა – „აშშ საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა – შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი”
„მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.“
არჩევნებში მან გაიმარჯვა, ვისაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს. ყველაფერი სხვა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების საზრუნავია“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთი შეშფოთებულია იმ ულტიმატუმების მოთხოვნებით, რომელსაც დასავლეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უყენებს.
„ჩვენ აბსოლუტურად მენტორულ განცხადებებს ვხედავთ, რომლებიც აშშ-დან და ევროკავშირიდან მოდის და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებენ.
ეს ამაზრზენი გამოვლინებებია, რომლებიც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმებს ეწინააღმდეგება და რომლებიც უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვერევით, მაგრამ შეშფოთებულები ვართ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა თავიანთ გუშინდელ ოფიციალურ განცხადებებში საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ულტიმატუმები წაუყენეს“. – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ – მარგარიტა სიმონიანი