საერთაშორისო რბოლების ასოციაციამ დრაგზე მაქსიმალური სიჩქარე დააფიქსირა. ორკარიანმა Dodge Challenger SRT Demon–მა 339,937 კილომეტრი საათში განვითარება შეძლო. ამ სიჩქარემდე გახურება აქამდე მხოლოდ Porsche 911 GT2 RS–მა და McLaren Senna–მ შეძლეს.
სერიული Dodge Demon 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატს 850 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და 96 კმ/სთ–მდე გასახურებლად 2,1 წამი სჭირდება. გაცხადებული მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ–ია, თუმცა სარბოლო პაკეტით – Demon Crate ავტომობილი კიდევ უფრო სწრაფი გამოდის.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ექსტრემალური კუპე Dodge Challenger კონვეიერიდან გასული წლის მაისში ჩამოვიდა. მოდელის ღირებულება 84 995 დოლარია.