LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-ის ახალი მასელ-ქარები 2020 წლისკენ გამოჩნდება

15

მასელ-ქარების Dodge Charger-ის და Challenger-ის ახალი თაობა 2020 წლამდე არ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Automotive News-ს Fiat Chrysler Automobiles (FCA)-მა მიაწოდა.

Charger-ისა და Challenger-ის ახალ თაობაში სავარაუდოდ სედანი Chrysler 300 გამოჩნდება. განახლებული სერიის ყველა მოდელი აგებული იქნება გაცილებით მოგრძო შასიზე, რომელიც Giorgio-ს ეკუთვნის. ეს პლათფორმა მანამდე სედან Alfa Romeo Giulia-შიც იყო გამოყენებული.

ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტში ასევე გავრცელებულდა ინფორმაცია Dodge Challenger-ის ახალი თაობის 2019 წელს გამოჩენასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეორე მოდელი – Charger-ი 2020 წელს იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა, ოფიციალური წყაროს მიხედვით, ორივე მოდელი 3 წლის დაგვიანებით გამოვა.

მოდელები აღჭურვილი იქნება 760 სიმძლავრის ძრავით, ხოლო სედანი დაკომპლექტებული იქნება 4 ცილინდრიანი აგრეგატით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები