LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილია

164

დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა შეკვეთილია.დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა.  ამის შესახებ გუგეშაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან“

შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g