LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვს

110

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ თავდასხმისა და მისი ვაჟის მკვლელობის გამოძიების საქმეში, ჯერჯერობით სიახლე არ არის. როგორც დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა, მისი მოთხოვნა, რომ საქმესთან დაკავშირებით შეხვდეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, კვლავ ძალაში რჩება.

„გამოძიება, როგორც ჩანს მიმდინარეობს, თუმცა სიახლე არაფერია. ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. რაც შეეხება მკვლელის ფოტორობოტს, ვიცი, რომ შს სამმართველოში შექმნილია. საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ვითხოვდი შეხვედრას, მაგრამ რაიმე სახის მცირე ცვლილებაც რომ იყოს ძიების საქმეში მერე უფრო საინტერესო იქნებოდა გიორგი გახარიასთან შეხვედრა. შეხვედრის თხოვნა ისევ ძალაშია, მაგრამ ჯერჯერობით გარკვეული პერიოდი მე თავად მაქვს აღებული, რომ იქნებ, რაიმე დაიძრას. ველოდები გამოძიების კონკრეტულ პასუხს, რათა ამ პასუხით შევხვდე მინისტრს“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g