LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდონა ნამორაძე: „ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს „მიმისაკუთროს” ან გამლანძღოს, ხან – მეორე…“

294
დოდონა ნამორაძე

მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

რომელიმე პოლიტიკური პარტიის სარეკლამო კლიპში მონაწილეობას თუ მიიღებდით?

არასოდეს! პოლიტიკას ბოლომდე ვემიჯნები. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, თავს არავის მოვახვიო. სხვადასხვა გადაცემაში, თითქმის ყველა ტელეარხზე ვარ ნამყოფი. ყოველ ჯერზე, როგორც კი რომელიმე არხზე გამოვჩნდები, მეკითხებიან, – ამ არხზე რატომ გამოდიხარ? ამა და ამ პარტიის მხარდამჭერი ხარო? ხან ერთი პოლიტიკური მხარე ცდილობს „მიმისაკუთროს” ან გამლანძღოს, ხან – მეორე. თავდაპირველად მწყინდა, – მე ხომ თქვენთვის ვმღერი, თქვენ მიყვარხართ, ასე რატომ მექცევით-მეთქი?! ახლა ამაზე აღარ ვნერვიულობ, რადგან საქართველოში, ყველა საკითხთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაციაა… საბერძნეთის „ვოისში” მონაწილეობისას გადავწყვიტე, პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაფერი ვთქვა ან დავწერო, რადგან იქ აბსოლუტურად სხვადასხვა აზრის, პარტიის წარმომადგენლები მიყურებდნენ. უფლება არ მაქვს, იმ ხალხს ჭკუის სწავლება დავუწყო. ამიტომ არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლში მივიღებ მონაწილეობას. თუ ოდესმე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, შეგიძლიათ ჩემი ეს სიტყვები ძალიან მწარედ გამახსენოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები