LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჯა ქეთის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი მერაია ქერის მომავალი ალბომის რელიზს ემთხვევა, რამაც მომღერლის ფანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

118
photo-collage.png (55)

დოჟა ქეთის ახალი დისკის გამოსვლის თარიღი ცნობილია. არტისტი მომავალ მუსიკალურ პროექტს გასული წლის ოქტომბრიდან აანონსებდა, ამ დღეებში კი ოფიციალურად გაამხილა, რომ მეხუთე სტუდიურ ალბომს – Vie, გაყიდვაში 26 სექტემბერს ჩაუშვებს.

ფირფიტა აღწერილია, როგორც რეპერის დაბრუნება პოპ-მუსიკაში, რომელიც შთაგონებულია სიყვარულის, რომანტიკისა და სექსის თემებით, ასევე 80-იანი წლების ,,ვაიბით”.

მომღერალი ფირფიტის მთავარ ჩანაწერს – Jealous Type, 21 აგვისტოს წარადგენს.

ცნობისთვის, იმავე დღეს, როცა დოჟა ქეთის ახალი დისკის რელიზი შედგება, ასევე ახალ ალბომს გამოსცემს მერაია ქერი. ამ ფაქტმა საკულტო მუსიკოსის ფანებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქერის გულშემატკივრები წერენ, რომ ქეთის ალბომმა შესაძლოა ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” რეიტინგში მათი კუმირის ნამუშევარის ლიდერ პოზიციაზე გასვლა დაბლოკოს.

მერაია ქერიმ ახალი ალბომი ოფიციალურად დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები