LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოკუმენტი არსებითად პასუხობს იმ ინსტიტუციურ გამოწვევებს, რომელთა მოგვარების შემდეგ, შესაძლებელია თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება“ – ვახუშტი მენაბდე წერს, რატომ მიიჩნევს პრეზიდენტის გეგმას გონივრულად

165
ვახუშტი მენაბდე და სალომე ზურაბიშვილი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ გეგმასა და პერსპექტივაში მისი განხორციელებით მიღებულ, შესაძლო შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ იდეა გონივრული რიგი მიზეზების გამოა.

„რატომ არის პრეზიდენტის გეგმა გონივრული?

„ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს“ – კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას უერთდება

„ქართული ქარტიის” მიხედვით არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში ერთი წლის თავზე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რომელის მომზადებასაც უზრუნველყოფს დროებითი მთავრობა.

ბევრი კრიტიკაა, მაგრამ ძირითადად ამაში კონცენტრირდება: თუ „ოცნება“ მარცხდება რა საჭიროა ახალი არჩევნები?

საქმე ის არის, რომ 2024 წლის არჩევნები, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის სამართლიანი ვერ იქნება.

არადა ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ისაა, პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს?!

რატომ ვერ იქნება 2024 წლის არჩევნების შედეგები სამართლიანი?

1. ხელისუფლება საკუთარ ორგანულ მხარდაჭერას ამატებს ადმინისტრაციულ რესურსს (ბიუჯეტი, სახელმწიფოს და პარტიას შორის ზღვრის წაშლა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა და ა.შ), რაც: ა. მის მხარდაჭერას არაბუნებრივად ზრდის; ბ. ამ ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას მათთვის სასურველ პარტიებს დაუჭირონ მხარი;

ალეკო ელისაშვილი: „პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქალაქო გეგმას „ქართულ ქარტიას“

2. ხელისუფლება აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავი სტრუქტურები პოლიტიზებულია, რის გამოც ძალადობა, საარჩევნო დარღვევები და მსგავსი ქმედებები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. შედეგად, არჩევნები არ არის იმ ხარისხით თავისუფალი რაც უნდა იყოს;

3. შიში, დაძაბულობა, არაბუნებრივი გარემო და საგანგებო მობილიზაციის პირობებში ჩატარებული არჩევნები ამომრჩევლის ქცევას ცვლის და არჩეული პარლამენტი ვერ ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს ადეკვატურად;

4. საარჩევნო ბარიერი მაღალია, რის გამოც ბევრი ან სასურველ არჩევანზე იტყვის უარს, ან მისი ხმა საპარლამენტო მანდატების განაწილებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ორივე შემთხვევაში დამახინჯდება ამომრჩევლის რეალური ნება.

„ოპოზიციამ თავად ჩაანაცვლა საკუთარი „ბელადი“ ახლით – სალომე ზურაბიშვილით და ახლა ისინი გაუგებრობაში არიან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც ხედავთ, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითობას 2024 წელს საფრთხეს უქმნის. ქარტიის იდეაა, რომ ეს ფაქტორები მოხსნას.

„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მე ქარტიის ყველა დებულებას არ ვიზიარებ, მაგრამ ეს დოკუმენტი არსებითად პასუხობს იმ პირველად ინსტიტუციურ გამოწვევებს, რომელთა მოგვარების შემდეგ შესაძლებელია არსებითად თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

ეს 100%-იანი გეგმა ნამდვილად არ არის და მისი რეალობად ქცევისთვის საჭიროა სულ ცოტა ორი პირობა:

1. „ოცნების“ დამარცხება;

2. ხელმომწერების მიერ პირობის შესრულება.

მაგრამ პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არ არის. აქ წყალი რომ არ გაუვა ასეთი გეგმის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.“ – წერს ვახუშტი მენაბდე.

„ჩვენი გუნდი „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს“ – ბექა ლილუაშვილი სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციის შემდეგ

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

რატომ არის პრეზიდენტის გეგმა გონივრული? “ქართული ქარტიის” მიხედვით არჩევნებში ოცნების დამარცხების შემთხვევაში ერთი…

Posted by Vakhushti Menabde on Monday 3 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g