LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე

151
კახა კალაძე

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

აღნიშნული განცხადებით თბილისის მერი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან.

ნიკა მელია: „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე და იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად“

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ალეკო ელისაშვილი: „პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქალაქო გეგმას „ქართულ ქარტიას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები