LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე და იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად“

153
ნიკა მელია

„სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ეხმიანება.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

ნიკა მელიას განცხადებით, „დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია“.

„მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოელი ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად საახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი.

კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით – ჩამოყალიბდება მთავრობა.

წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ალეკო ელისაშვილი: „პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქალაქო გეგმას „ქართულ ქარტიას“

სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში…

Posted by Nika Melia on ორშაბათი, 27 მაისი, 2024

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” 26 მაისს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციას მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვს.

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება… ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

მამუკა მდინარაძე: „გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები