“როგორ აღწერთ ქართულ საჭმელს ერთი სიტყვით? სოყვარული“, ასე იწყება დოკუმენტური ფილმი ქართული სუფრის შესახებ, რომელიც აშშ-ში გადაიღეს. მალე ამ ფილმს ფართო მაყურებელი იხილავს, რადგან “სუფრა” დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე Doc NY ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტი გახლავთ ნიუ იორკში მდებარე ახალი ქართული რესტორნის “ჭამა მამა“ წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ ეს რესტორანი დღესდღეობით ნიუ იორკში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 11-19 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება.