LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”დოლამისი” ბიოგაზის წარმოებას გეგმავს

240

კომპანია ”დოლამისი”, რომელიც  რაჭაში მეცხოველეობის ფერმას ფლობს, ბიოგაზის წარმოებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა გუტაშვილმა განუცხადა, ”დოლამისი” მომავალში გეგმავს, ადგილობრივად სოფლის მეურნეობის პროდუქტები აწარმოოს და ამისთის ბიოგაზსის გამოყენებას გეგმავს.

„მთელი წლის განმავლობაში გროვდება ცხოველური, მცენარეული და სხვადასხვა სახის ნარჩენების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებსაც ჩვეულებრივ, ფერმენტაციის (დაწვის) შემდეგ  გამოიყენებენ როგორც ორგანულ სასუქს. ბიოგაზი არის გაზისებრი პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება უჟანგბადო გარემოში, სხვადასხვა წარმოშობის ორგანული ნივთიერებების ფერმენტაციისას,” – აღნიშნა გუტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ახლო მომავალში გაფართოებას და ღორისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნასაც აპირებს.

”ამჟამად გვაქვს ორი ფერმა და გვყავს 150 შვეიცარული ჯიშის ძროხა. ჯერჯერობით, მათი გამრავლებით და ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარებით ვართ დაკავებული. დაახლოებით 3 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ძროხების შეჯვარების პროცესი დავასრულოთ. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ რძის პროდუქტების წარმოებას”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

შპს ”დოლამისმა” მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  ფერმა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად ააშენა. შვეიცარულმა მხარემ ჯამში 160 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ფერმა ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდებარეობს და მასში 4 ოჯახია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g