LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში შვეიცარელებმა მეცხოველეობის ფერმა გახსნეს

347

კომპანია ”დოლამისმა” რაჭაში მეცხოველეობის კიდევ ერთი ფერმა გახსნა, რომელიც შვეიცარული მხარის დახმარებით აშენდა. ფერმაში კომპანიას შვეიცარული ჯიშის 100 ძროხა ჰყავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა გუტაშვილმა განუცხადა, ეს კომპანიის რიგით მესამე ფერმაა.

”ორი ფერმა შპს ”დოლამისის” სახელზეა რეგისტრირებული, ერთი კი – შპს ”გლოლას” ეკუთვნის. ეს უკანასკნელი ახლადდაარსებული შპს-ეა და მის საკუთრებაში 100 ძროხაა. ამ ეტაპზე სამივე ფერმაში ძროხების გამრავლებით და ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარებით ვართ დაკავებული. დაახლოებით 2 წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ძროხების შეჯვარების პროცესი დავასრულოთ. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ რძის პროდუქტების წარმოებას”, – განმარტა გუტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამჯერად კომპანია მხოლოდ ძროხის ხორცის რეალიზაციას ახორციელებს, ისიც მხოლოდ დედაქალაქში. სამომავლოდ კი, ”დოლამისის” მიერ წარმოებული რძის ნაწარმიც გაიყიდება. ამასთან, კომპანია გაფართოებასაც გეგმავს. როგორც ”დოლამისის” დამფუძნებელმა აღნიშნა, ის ახლო მომავალში ღორისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნასაც აპირებს.

შეგახსენებთ, შპს ”დოლამისმა” მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პირველი ფერმა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად 2013 წელს, ონის რაიონის სოფელ გლოლაში ააშენა. შვეიცარულმა მხარემ ”დოლამისის” ფერმებში ჯამში 255 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. გარდა ამისა, შვეიცარელებმა რამდენიმე ფერმა ამბროლაურის რაიონშიც გახსნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები