ნებისმიერი დიზაინის, ზომისა და ფორმის ტორტები, ასევე საცხობის ხაზი – ამ ყოველივეს მომხმარებელს საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“ სთავაზობს.
როგორც „დოლჩე ვიტაში“ აცხადებენ, მათი საკონდიტრო ნაწარმი გათვლილია ნებისმიერი მოთხოვნილების ადამიანისთვის. „ჩვენს საკონდიტროში წლების განმავლობაში იხვეწებოდა და სრულყოფილ შედეგს იღებდა ტექნოლოგიური საკითხები. იქმნებოდა ახალი რეცეპტები და სიამოვნებით ვასრულებდით საყვარელ საქმეს.
ჩვენი წარმატების საიდუმლო ნატურალური და ხარისხიანი ნედლეული, პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნიკა, საქმის დიდი სიყვარული და დაუღალავი შრომაა “, – აცხადებენ „დოლჩე ვიტაში“.
მათივე ინფორმაციით, საკონდიტროში ამზადებენ ნებისმიერი დიზაინის, ზომისა და ფორმის ტორტებს, ასევე აქვთ საცხობის ხაზი, სადაც მზადდება ხაჭაპური, ლობიანი და ევროპული პურები…
ცნობისთვის, საკონდიტრო „დოლჩე ვიტა“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე ფლობს 2 მაღაზიას ვარკეთილში, ხომელის 11 ნომერში და საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას 7 ნომერში.