LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირდება, თუ არა საკონდიტრო ნაწარმი ქვეყანაში – როგორია წყლის და დენის ტარიფის ზრდის ეფექტი

114
woman-eating-chocolate-cake

გამოიწვევს, თუ არა წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, საკონდიტრო ნაწარმის გაძვირებას ქვეყანაში – ამ კითხვით „ფორტუნამ“ კომპანია „აზზატოს“ მიმართა.

როგორც ზაზა ქოიავა – „აზზატოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ეს საკმაოდ მძიმე შეკითხვაა, რადგან არა მარტო წყალი და ელექტროენერგია გაძვირდა, ფასები გაიზარდა ასევე ნედლეულზეც: ფქვილი, შაქარი, შოკოლადები…

„მოგეხსენებათ, ჩვენ ე.წ ფხვნილებს არ ვვიყენებთ და მაგ გამოწვევის წინაშე ნამდვილად დავდეგით. თუმცა, ვცდილობთ, მოვერგოთ ახალ რეალობას და ჩავუშვათ ახალი ტიპის ტორტები გაყიდვაში, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის და ამასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, „დავიჭიროთ“ ის ფასები, რაც გვაქვს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს მომწოდებლებთან, რომლებიც ჩვენი მეგობრები და პარტნიორები არიან და ვმუშაობთ, ისეთი ფასები „დავსვათ“ ნედლეულზეც, რომ პროდუქციის გაძვირება არ მოგვიწიოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ მეტი აღარ გაძვირდა ნედლეული, შევინარჩუნებთ იმ ფასებს, რაც გვაქვს“, – ამბობს „აზზატოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, „აზზატომ“ კრიზისის პერიოდში რამდენიმე სიახლე უკვე დანერგა, მათ შორის მომხმარებელს შესთავაზა: დაბალფასიანი ტორტები, მცირე ზომის ტორტები, ახალი დესერტები, ისეთები, რომელზეც ხელი მიუწვდება მოსახლეობის საშუალო ფენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები