LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე: “ოცნების“ ლიდერები არჩევნების შემდეგ სერიოზულ ავტორიტარულ და რეპრესიულ მეთოდებზე გადავლენ

82
აფაფწ

დრო არის, ჩვენ, ყველა ერთად ვლაპარაკობდეთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობა მოიტანს არჩევნების შედეგების შემდეგ. ვშიშობ, მმართველი გუნდის ლიდერები გადავლენ სერიოზულ ავტორიტარულ და რეპრესიულ მეთოდებზე, “ – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით.

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება – ღარიბაშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები, როგორც ადამიანურად ისევე პოლიტიკურად უნდა შევაფასოთ. ადამიანური გადმოსახედიდან, როგორც ჩანს, ხელისუფლების მმართველი რგოლი დაიცალა ყველანაირი ადამიანური გაგებისაგან, თანაგრძნობისგან და იმ ელემენტარული ჰუმანიზმისგან, რომელიც ჩვენი კულტურით უნდა გაგვაჩნდეს, თუნდაც მტრის მიმართ. „ვეფხი და მოყმის“ ამბავი, „ალუდა ქეთელაური“ ჩვენი კულტურის ამოსავალი წერილია, ჩვენ, ყველაზე დიდი მტრის მიმართ უნდა ვიყოთ ადამიანური თანაგრძნობით გამსჭვალული.

ღარიბაშვილის განცხადებები დაცლილია ყველაფრისგან, რაც შეიძლება ახასიათებდეს ლიდერს და ხელისუფალს, თუნდაც ყველაზე სერიოზული ოპონენტების მიმართ. რაც შეეხება პოლიტიკურად, ეს განცხადებები უკვე ძალიან სერიოზულად საშიშია. იმ დროს, როდესაც ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გააბრუნეს საზღვრიდან, იმ დროს, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს რომელიმე რაიონში, მოსახლეობას შეექმნება პრობლემები, ეს უკვე არის ავტორიტარიზმის ნიშნები. ვშიშობ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შემდეგ გადავლენ სერიოზულ ავტორიტარულ და რეპრესიულ მეთოდებზე.

ღარიბაშვილის განცხადებები არ არის მხოლოდ ვიღაც ანდროიდრობოტის განცხადება, რომელსაც ადამიანობა არ შერჩენია. ეს არის ქვეყნის პრემიერის განცხადება, იმ წინასწარ დაანონსებულ სადამსჯელო ღონისძიებასთან ერთად, რომელიც მათ უკვე გამოაცხადეს. ამიტომ ვფიქრობ, დრო არის, ჩვენ, ყველა ერთად ვლაპარაკობდეთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობა მოიტანს არჩევნების შედეგების შემდეგ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები