LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება – ღარიბაშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

93
BeFunky-collage

კანონში წერია რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მისი სპექტაკლები და შოუ რაც მან შიმშილობასთან დაკავშირებით დადგა, ჯერ ერთი, პატიმარი, რას ითხოვს, რატომ შიმშილობს? 10 000 პატიმარი გვყავს, ყველამ რომ დაიწყოს შიმშილობა და მოითხოვოს, რომ მათი საპატიმროებში ყოფნა არ შეიძლება და მოითხოვონ სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანა, წარმოგიდგენიათ რას მივიღებთ? ეს ხომ ქაოსია, ეს აღარ არის სახელმწიფო. ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არ გაივლის ქვეყანა, უნდა გააცნობიეროს მან, რომ დიდხანს იქნება ციხეში”, – ამბობს პრემიერი.

ტელეკომპანია იმედის ეთერში მას წამყვანმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს სააკაშვილის შიმშილობაზე და “რა შეიძლება იყოს ფინალი”. პასუხად კი პრემიერმა განაცხადა:

“არ ვიცი ფინალი, თუ ადამიანი ჯანმრთელობას იზიანებს, ის კი არა, უფრო მეტიც კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი უნდა მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. იმის მიუხედავად, რომ მას როგორც პატიმარს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება ეწევა პენიტენციური სამსახურის მიერ, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფები და ყოველდღიურად ახდენენ მონიტორინგს და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს. საჭირო დროს საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ გლდანის საავადმყოფოში“, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები