„დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
თამაზაშვილის თქმით, „კოლექტიურ სააკაშვილებს და მათ მეტასტაზებს“ რაიმე მოლოდინი ნუ ექნებათ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს “ქვეყნის მტრების წისქვილზე”.
„ძალიან გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები და მათი მეტასტაზები. თქვენ ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რამე გეშველებათ… მიუხედავად უამრავი უსამართლობისა და სიბინძურისა, რაც ზოგიერთი ყოფილი „მეგობრის“ მხრიდან ვიხილეთ, ირაკლი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე.
დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს“, – წერს თამაზაშვილი.
