LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძის ინიციატივა: „უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებისთვის მთავრობამ დააწესოს ერთჯერადი კომპენსაცია და გამოსცეს სოციალური ღონისძიებები“

143
ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ მთავრობის კანცელარიასთან წარადგინა ინიციატივა, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს ეხება.

ანა დოლიძის განცხადებით, ისინი მთავრობას სთავაზობენ, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადი კომპენსაცია და ამავე დროს მთელი რიგი სოციალური ღონისძიებები გამოსცეს, რომლებიც მხარს დაუჭერს ბავშვებს, რომლებიც მამის გარეშე დარჩნენ.

როგორც დოლიძემ განაცხადა, ხელისუფლება მცირედსაც არ აკეთებს, რომ მხარში დაუდგეს იმ ქართველი გმირების ოჯახებს, რომლებმაც უკრაინის და საქართველოს მომავლისთვის თავი გასწირეს:

„გვსურს საქმით დავამტკიცოთ, რომ უკრაინის თავისუფლების ომი ჩვენი ომია. ჩვენ, როგორც ქვეყანა და ერი, მადლობელი ვართ იმ თავგანწირვისთვის, რომელიც უკრაინაში ქართველმა მებრძოლებმა და მათმა ოჯახებმა გასწიეს.

ამ ოჯახებისთვის რეალურად უნდა გავაკეთოთ რაღაც. ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, დააწესოს ერთჯერადი კომპენსაცია ამ ოჯახებისთვის და ამავე დროს გამოსცეს მთელი რიგი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მხარს დაუჭერს ბავშვებს, რომლებიც მამის გარეშე დარჩნენ.

თუ გვინდა გამოვხატოთ მადლობა ამ ადამიანების თავგანწირვისთვის, ეს მადლობა უნდა გამოიხატოს საქმით. გასაგებია, რომ ვერავითარი ფინანსური მხარდაჭერა ვერ იქნება საკმარისი იმ მადლიერების გამოსახატავად, რომელიც ჩვენ უნდა გამოვხატოთ ამ დაღუპული მეომრებისა და ოჯახების მიმართ. თუმცა, ეს არის ის მცირე რაც ჩვენ, როგორც სახელმწიფოს შეუძლია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები