LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დომინიკ ვესტს ცოლმა ღალატი არ აპატია და ირლანდიაში დედასთან გაიქცა

181
dominicwest2011

დომინიკ ვესტის მოქმედი ცოლი, კეტრინ ფიჯერალდი ამჯერად ირლანდიაში იმყოფება. ფიჯერალდმა მშობლიურ სახლში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქმრისა და ლილი ჯეიმსის რომანტიკული ფოტოები მედიაში გავრცელდა. მართალია, ვესტმა და ფიჯერალდმა ოფიციალურ განცხადებაში თქვეს, რომ დაშორებას არ აპირებენ, თუმცა საქმე ბევრად რთულადაა. როგორც გამოცემები წერენ, კეტრინი ქმარს ღალატს ვერ პატიობს, ამიტომ დროებით საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. ეს გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული თავად ვესტთან, კეტრინი სახლიდან გამოიქცა.

ახალ ფოტოებზე, რომლებიც პაპარაცებმა ფიჯერალდის ირლანდიურ სახლში გადაიღეს, კეტრინი მომღიმარი ჩანს. ის ეზოში ყვავილების მოვლითაა დაკავებული.

კეტრინ ფიჯერალდი ირლანდიაში

დომინკ ვესტი და ლილი ჯეიმსი რომში

ღალატის შემდეგ გადაღებული ფოტო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g