LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ და მელანია ტრამპები, ჯონი დეპი, ჰელენ მირენი – ,,ოქროს ჟოლოს” ნომინანტები ცნობილია

BBSxVXQ

რამდენიმე საათის წინ, ქსელში ,,ოქროს ჟოლოს” ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ანტი-ჯილდოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი გასულ წელს გამოსულ ისეთ კინოსურათებს აქვთ, როგორებიცაა: ,,გოტის კოდექსი”, ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები” და ,,ჰოლმსი & უოტსონი”. საერთო ჯამში, სამივე ნამუშევრი 6 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ,,ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცის” ნომინაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წარადგინეს, რომელიც ფილმებში ,,ნაციის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9” საკუთარ თავს თამაშობს. ამავე ნომინაციაში ჯონი დეპსაც ვხვდებით, რომლის ხმა ,,შერლოკ გნომისთვის” ასევე ცუდად შეფასდა.

39-ე ,,ოქროს ჟოლოს” დაჯილდოების ნომინანტთა სრული ჩამონათვალი ასეთია:

ყველაზე ცუდი ფილმი

,,გოტის კოდექსი”

,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”

,,ჰოლმსი & უოტსონი”

,,რობინ ჰუდი”

,,ვინჩესტერი”

ყველაზე ცუდი რეჟისორი

ითან კოენი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”

კევინ კონოლი –  ,,გოტის კოდექსი”

ჯეიმს ფოული – ,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”

ბრაიან ჰენსონი –  ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”

მაიკლ და პიტერ სპირიგები – ,,ვინჩესტერი”

ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი

ჯონი დეპი (ხმა) – ,,შერლოკ გნომი”

უილ ფარელი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”

ჯონ ტრავოლტა – ,,გოტის კოდექსი”

დონალდ ტრამპი – ,,ნაციის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9”

ბრიუს უილისი – ,,სიკვდილის წყურვილი”

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი

ჯენიფერ გარნერი – ,,პიტნა”

ემბერ ჰერდი – ,,ლონდონის ველები”

მელისა მაკკარტი – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები” და ,,უდიპლომო დედიკო”

ჰელენ მირენი – ,,ვინჩესტერი”

ამანდა სეიფრედი – The Clapper

ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი

ლუდაკრისი – ,,სუპერ აგენტი ძაღლები”

ჯეიმი ფოქსი – ,,რობინ ჰუდი”

ჯოელ მაკჰეილი – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”

ჯონ კრისტოფერ რაილი – ,,ჰოლმსი და უოტსონი”

ჯასტის სმიტი – ,,იურიული პერიოდის სამყარო: დაცემული სამეფო”

ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

კელიენ კონუეი – ,,ფარენგეიტი 11/9”

მარსია გეი ჰარდენი –  ,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”

კელი პრესტონი – ,,გოტის კოდექსი”

ჯაზ სინკლერი – ,,სლენდერმენი”

მელანია ტრამპი – ,,ფარენგეტი 11/9”

ყველაზე ცუდი საეკრანო დუეტი

სათამაშოებისა და ადამიანების ნებისმიერი გაერთიანება – ,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”

ჯონი დეპი და მისი კარიერული დაღმასვლა – ,,შერლოკ გნომი”

უილ ფარელი და ჯონ კრისტოფერ რაილი – ,,ჰოლმსი & უოტსონი”

კელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა – ,,გოტის კოდექსი”

დონალდ ტრამპი და მისი გაუთავებელი მეწვრილმანეობა – ,,ერის სიკვდილი” და ,,ფარენგეიტი 11/9”

ყველაზე ცუდი პრიქველი, რიმეიქი, პაროდია ან სიქველი

,,ერის სიკვდილი”

,,სიკვდილის წყურვილი”

,,ჰოლმსი & უოტსონი”

,,ზღვის ურჩხული”

,,რობინ ჰუდი”

ყველაზე ცუდი სცენარი

,,ერის სიკვდილი”

,,თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი”

,,გოტის კოდექსი”

,,ბედნიერი პერიოდის მკვლელობები”

,,ვინჩესტერი”

შეგახსენებთ, რომ ,,ოქროს ჟოლოს” დაჯილდოება, ყოველწლიურად ,,ოსკარების” წინ, ერთი დღით ადრე იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები