ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ მას დიეტის დასაცავად დრო არ ჰყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ მას წონის დაკლება ექიმებმა ურჩიეს, ტრამპი დიეტებისთვის ვერ იცლის. ექსპრეზიდენტის კომენტარს გამოცემა „ვანითი ფეარი“ ავრცელებს: „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 94 კილო ვარ?“ – ამბობს ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, მას აქვს რთული სამუშაო გრაფიკი. ცნობილია, რომ ის არ იღებს ალკოჰოლსა და არ სვამს ყავას, მაგრამ უარს ვერ ამბობს „ფასთ ფუდზე“. ტრამპი კრიტიკულად საუბრობს ფიზიკურ აქტივობაზეც, მისი მტკიცებით, ორგანიზმს აქვს რესურსი, რომელიც ამოწურვადია. ბევრმა ვარჯიშმა კი შესაძლოა, ადამიანის გამოფიტვა და ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს.
ტრამპის ახალი სოციალური ქსელი ამერიკაში გადმოწერების რეიტინგში პირველ ადგილზეა
ცეკვა მეუღლესთან „აზედინ ალაიას“ ულამაზეს კაბაში – მელანია ტრამპი საშობაო მიღებაზე
