LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სროლა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე – დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და ჯეი დი ვენსი საიდუმლო სამსახურის აგენტებმა უსაფრთხოდ გაიყვანეს

423
დონალდ ტრამპი

რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობა მოხდა.

შეიარაღებულმა პირმა ღონისძიებაზე რამდენჯერმე გაისროლა.

ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ტრამპის, მისი მეუღლის და ვიცე-პრეზიდენტის ევაკუაცია მაშინვე მოხდა.

Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის შეაჩერა.

თავდასმხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია.

თავდამსხმელი კალიფორნიის ქალაქ ტორანსიდანაა. მას ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე რამდენიმე დანა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ექვსჯერ გაისროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g