აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.
“ყველას, ვინც მეკითხებოდა, 20 იანვარს ინაუგურაციაზე არ წავალ”, — აცხადებს პრეზიდენტი. ამის მიზეზი კი, მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებაა.
მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, მოქმედმა პრეზიდენტმა კრიტიკა დაიმსახურა. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები და ოპონენტები ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდნენ.
აშშ-ს ისტორიაში ტრამპი გახდა მეოთხე პრეზიდენტი, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება. ბოლოს ეს მოხდა 1869 წელს, როცა მიმავალმა პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა უარი თქვა არჩეულ პრეზიდენტთან ერთად ემგზავრა.