LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი “მის სამყაროს” ჩამოშორდა

90

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მექსიკელ არალეგალებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო იძულებული გახდა, სილამაზის კონკურს „მის სამყაროს“ ჩამოშორებოდა.

მილიარდერი აღნიშნული კონკურსის აქციების ნახევარს ფლობდა, 50%-ის მფლობელი კი ტელეკომპანია NBC იყო. ტრამპის განცხადებებმა ტელეკომპანიის უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც, საბოლოოდ, მხარეები კონფლიქტამდე მიიყვანა. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანიის აქციების წილიც შეისყიდა და კონკურსის სრული მფლობელი გახდა.

თუმცა, ამბავი აქ არ დასრულებულა. „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება, რომ ტრამპმა კონკურსის მართვა მესამე პირს მიჰყიდა. ვინ არის „მის სამყაროს“ ახალი მმართველი, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g