LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას – მჯერა, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ – კონგრესმენი ჯო უილსონი

154
ჯო უილსონი და ტრამპი

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. ტრამპი გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

„გლობალნიუსთან“ ინტერვიუში, უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს.

ასევე ნახეთ

„აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას“ – მეთიუ მილერი

„ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“, – აღნიშნა კონგრესმენმა უილსონმა.

მისი მოსაზრებით, საქართველოში უამრავი დარღვევა ვიხილეთ, რაც როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაასაბუთეს:

„საქართველოს ქუჩებში მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ, ამ პასუხს მძაფრი ფორმით ვგმობთ – ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ“ – ჯო უილსონი და სტივ კოენი

„ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის.

მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად.“ – განაცხადა ჯო უილსონმა.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g