LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს“

161
მეთიუ მილერი

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა:

„ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა. ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან“, – დაწერა მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერის აღნიშნული პოსტი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პლატფორმა X- ზე აღარ იძებნებოდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მოგვიანებით, ახალი პოსტი დაწერა, რომლის შინაარსიც მცირედით შეიცვალა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს.

ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ და შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”, – წერია მილერის ხელახლა გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილიყოს შესახებ განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

magti 5g