დონალდ ტრამპის განცხადებით, რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება.
„მე და მელანია რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე მივემგზავრებით. იქ ყოფნას მოუთმენლად ველით!“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.