LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: ვერ მივიღებთ ვერავის, ქვეყანა მიგრანტებით გაივსო

219
p06pp2t1

“პოტენციურმა მიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ვეღარ მივიღებთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთს სტუმრობდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ საზღვრაზე საგანგებო სიტუაცია.

„თავშესაფრის მაძიებლები თუ არალეგალური მიგრანტები იქნებიან, ვერ მივიღებთ ვერავის. ჩვენი ქვეყანა გაივსო. მაპატიეთ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ასეა ეს“, – აღნიშნა ტრამპმა სასაზღვრო და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მექსიკას მიგრანტებთან და ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირდება ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალებების აშშ-ში შედინება, დონალდ ტრამპი სამხრეთის საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მექსიკას კარგი საიმიგრაციო კანონები აქვს, რითაც შეუძლია, დაეხმაროს აშშ-ს, საზღვარზე ვითარების რეგულირების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები