LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნაადრევად დასრულდა, გაუქმდა პრესკონფერენცია, ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა

241
ტრამპი -ზელენსკი

ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.

„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.

ამერიკული არხი CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g