დონალდ ტრამპსა და ჯასტინ ტრუდოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური შეხვედრის წინ, უკრაინის ომზე ისაუბრეს.
„პრემიერ-მინისტრმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს კანადისა და აშშ-ის საზღვარზე ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო პროგრესის შესახებ და აღნიშნა, რომ საზღვარზე ფენტანილის ამოღება შემცირდა“,- აღნიშნულია კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.