ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას Twitter-ში ეხმაურება. დონალდ ტუსკი განცხადებას ქართულ ენაზე ავრცელებს.
„დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას,” – წერს დონალდ ტუსკი.
დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის 10 წლისთავს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიტების მშვიდობიან მოგვარებას https://t.co/hJFgiNwEKP
— Donald Tusk (@eucopresident) 7 August 2018