LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სხვა ქვეყნის საზღვრები არ დაურღვევია, შესაბამისად ომს ვერ დაიწყებდა – ზურაბ ჯაფარიძე

85

2008 წლის აგვისტოში საქართველოს არ დაურღვევია არც ერთი სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი, შესაბამისად საქართველო ომს ვერ დაიწყებდა – ამის შესახებ “გირჩის” პრეზდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაზე, რაც შეიძლება განხილული იქნას როგორც ომის დაწყება. სამშვიდობო ხელშეკრულება კი ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, თანაც არაერთხელ დაირღვა:

საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ‘სამშვიდობო’ ხელშეკრულების დარღვევაზე, რაც შეიძლება განხილული იქნას როგორც ‘ომის’ დაწყება

7 აგვისტომდე ქართული სოფლები იბომბებოდა ისეთი სამხედრო შეიარაღებით, რომელიც აკრძალული იყო ‘კონფლიქტის ზონაში’ და ის იქ შეეძლო შეეტანა და გამოეყენებინა მხოლოდ რუსულ სამხედრო შენაერთებს

ეს დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ

7 აგვისტომდე რუსეთის ‘სამშვიდობოების’ უფროსმა, კულახმეტოვმა, ეუთოს დამკვირვებლებს ამ დაბომბვების თაობაზე განუცხადა რომ ის ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და, შესაბამისად, ვერ შეაჩერებდა დაბომბვას

ესეც დადასტურებულია ეუთოს დამკვირვებლების მიერ

ეს ყველაფერი ასევე წერია ტალიავინის დასკვნაშიც

ანუ, ‘სამშვიდობო’ ხელშეკრულების დარღვევაც, თან არაერთხელ, მოხდა რუსეთის მხრიდან, და თუ ამას განიხილავს ვინმე ომის დაწყებად – ომი ამ თვალსაზრისითაც რუსეთმა დაიწყო – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/japaridzez/posts/1773003832788308

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები