ქართული კინოსა და თეატრის მსახიობმა, დონარა გვრიტიშვილმა 8 თვეა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფება. შტატებში ჩასვლიდან მალე, მას საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.
ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ელენე ბერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ქალბატონი დონარასთვის სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა:
„ძვირფასო მეგობრებო!…
ამერიკის ქართულ ემიგრაციას 8 თვის უკან შემოუერთდა ყველასათვის საყვარელი, კინოსა და თეატრის მსახიობი დონარა გვრიტიშვილი. სამწუხაროდ, ჩამოსვლიდან მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დაუსვეს არასასიამოვნო დიაგნოზი.
ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმია თერაპია, (ყველაფერი დაფარა დაზღვევამ). რისთვისაც მადლობას უხდის ამ ქვეყანას და თითოეულ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა და გვერდზე დაუდგა ულამაზეს ქალბატონს.
ჩვენგან არაფერს ითხოვს ქალბატონი დონარა. საბოლოოდ მალე დაასრულებს რეაბილიტაციას, არის დარჩენილი უმუშევარი და ბოლო თანხებით შვილები საქართველოდან ეხმარებიან.
უმორჩილესად გთხოვთ ყველას,
იქნებ ვინმეს გეგულებათ რამენაირი სამსახური და გაგიჩნდეთ სურვილი დახმარების.
უდიდეს მადლობას მოგახსენებთ წინასწარ და
ვუთითებ
Donara Gvritishvili -ს ნომერს:
+19294920694”, – ნათქვამია ტექსტში.